საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 05 მაისი 2026
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.


მომხსენებლის ინფორმაციით, იცვლება “მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000 ლიტრიდან მცირდება 25 000 ლიტრამდე. აგრეთვე, კანონს ემატება ახალი ტერმინი - ,,ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“.


ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება როგორც ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის - QR კოდის დატანა.


ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც წარმოებული იქნება მცირე ზომის მარანში. ამასთან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულო იქნება და ნიშანდებას განახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.


როგორც ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება - ,,ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ხოლო, საქართველოს მთავრობამ, 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.


პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ვალდებულია მაქსიმალურად დაიცვას ღვინისა და ყურძნის ხარისხი. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, წარმატების ერთადერთი გზა მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარობის ზრდა სწორედ ხარისხზე ორიენტაციით უნდა განხორციელდეს.


კომიტეტის სხდომაზე ასევე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R