საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 25 მაისი 2026
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.


კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ ისაუბრა. 

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონპროექტის პირველის მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ რედაქციაში სრულად აისახა.  


მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეული ტერმინები დაიხვეწება და მას ახალი განმარტებები დაემატება.


​მისივე თქმით, კანონპროექტით ორი მექანიზმი - ალკოჰოლური სასმელების სპეციალური ნიშანდება და სავალდებულო დეგუსტაცია შემოდის, რომელიც როგორც საექსპორტო, ასევე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.

სხდომაზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა საორგანიზაციო საკითხზე ისაუბრა, რომელიც ქართული მთის ლუდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტის  სამუშაო ჯგუფის შექმნას შეეხებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R