საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2026
სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

„2025 წლის ბოლოს სპორტის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყო. სამინისტრომ სწორი მენეჯმენტის შედეგად შეძლო და ბიუჯეტი 100.3%-ით აითვისა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მომხსენებელმა 2025 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკურ, საშემოსავლო და საგადასახადო პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, 6%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ქვეყანამ 7.5%-ით დაასრულა. ბიუჯეტის დეფიციტი 2.5% იყო დაგეგმილი, წლის ბოლოს კი მხოლოდ 1.4% შეადგინა.

„საგარეო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით შარშან 10.3%-ით, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები - 7.6%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელმაც 4 690.2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. შარშან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა და 3 228.5 მილიონი დოლარი იყო“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 100.7%-ით შესრულდა და 23 816 მილიონი ლარი იყო, ხარჯვითმა ნაწილმა კი 22 854 მილიონი ლარი შეადგინა.

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R