საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტის კომიტეტმა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2025
სპორტის კომიტეტმა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა

სპორტის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც მთავრობის ინიციატივით უმაღლესი განათლების რეფორმისთვის მომზადდა. საუბარია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე, რომელიც განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.


მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე მომზადდა, რომელიც ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს.


მისივე თქმით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების მოდელის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, ცვლილებების შემდეგ, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების სწავლას.


„მეორე ცვლილება 3+1+1 მოდელის შემოტანას ეხება. დღეს არსებული მოდელიდან - 4+2, საიდანაც 4 წელი ბაკალავრიატს, ხოლო 2 წელი მაგისტრატურას ეთმობა, ახალ მოდელზე გადავდივართ, რაც ბაკალავრიატის დონეზე 3 წლიანი პროგრამების არსებობას გულისხმობს. ეს მოდელი რეგულირებად მიმართულებებზე არ გავრცელდება. ეს ის ტენდენციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშიც არის გავრცელებული და ამ მიმართულებით სრული თანხვედრა გვაქვს. რაც შეეხება 1+1 მოდელს - აღნიშნული მიდგომაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში. ამ შემთხვევაში, მაგისტრატურაში სწავლებისთვის 1 წელი იქნება განსაზღვრული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, სტუდენტი მაგისტრანტის სტატუსს მოიპოვებს და თუ ის მესამე საფეხურზე გადასვლას, ანუ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, საშუალება ექნება კიდევ ერთი წელი დაიმატოს შესაბამისი კრედიტების სახით და შეავსოს ბოლონიის პროცესის მოთხოვნის შესაბამისი 300 კრედიტი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


სპორტის კომიტეტის წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა დადებითად შეაფასეს და წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R