საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა

მედია და საზოგადოება 03 მარტი 2025
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა

3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა.


სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე.


როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.


თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სუამ-ის ფარგლებში ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც.


ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, სუამ-ის რეგიონი მზარდი გამოწვევების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას და დეპუტატებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებიც ამ მიმართულებით საქართველოს დღის წესრიგშია.


სესიის ბოლოს, ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დოკუმენტი - ასამბლეის კომუნიკე.


ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ ერთი წლით გადაიბარა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R