საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თეა წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სამუშაო ვიზიტით ეწვია

მედია და საზოგადოება 11 Mar 2021
თეა წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სამუშაო შეხვედრები ამჯერად კულტურის სფეროში მოქმედ სამ უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.

სამივე უმაღლესმა სასწავლებელმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ინფრასტრუქტურა და ის საკითხები გააცნო, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ხარისხიანი უმაღლესი განათლების უზრუნველსაყოფად.

კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე ასევე აღინიშნა, რომ სამივე უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას უჭერს მხარს და, ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოდელის პროექტიც უკვე შემუშავებული აქვთ. შეთანხმდა, რომ მოდელის პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში შედგება, რათა მომდევნო ეტაპზე შინაარსიანი და მიზანზე ორიენტირებული დისკუსიები განათლების სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებთან შედგეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R