საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ოთარ დანელია და ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 სექტემბერი 2019
ოთარ დანელია და ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და ამავე კომიტეტის წევრი, ედიშერ თოლორაია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, ქართული ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი კულტურების გაშენების ხელშეწყობა და დამატებითი სტიმულირება.

ქართული ზეთისხილის წარმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საქართველოში არსებული კლიმატური და ნიადაგური პირობები ხელსაყრელია აღნიშნული კულტურის მოსაყვანად, შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია დაიწყოს ზეთისხილის ინდუსტრიაში ოპერირება.

შეხვედრაზე მხარეებმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიის ჩატარებაზე ისაუბრეს, რომელიც მომავალ წელს არის ჩანიშნული.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა და გაეროს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენდა.

ორგანიზაციის მიზანია არა მხოლოდ ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერა, არამედ კვლევა, გადამზადება და ტექნოლოგიების გადაცემა.

შეხვედრას საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ესწრებოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R