საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ კახაძე ორგანიზაცია „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში ოლგა კნორეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 სექტემბერი 2021
ვლადიმერ კახაძე ორგანიზაცია „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში ოლგა კნორეს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში ოლგა კნორეს შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა თამბაქოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო.

 

„ოლგა კნორე ჩვენი პროგრამის კოორდინატორია 2015 წლიდან, როცა დაიწყო ადვოკატირების კამპანია თამბაქოს კანონმდებლობის ცვლილებისთვის და კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. ამჯერად, მისი ვიზიტის მიზანია თავად შეაფასოს პარლამენტის პოლიტიკური მზაობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თვეების წინ შეიმუშავა. არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ამ ცვლილებების ინიცირება, ხოლო წლის ბოლომდე კი, მათი მიღება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოლგა კნორე შეხვედრებს ასევე გამართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R