საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ვლადიმერ კახაძე - სომეხ კოლეგებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში საქართველოს გამოცდილება გავუზიარეთ

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2023
ვლადიმერ კახაძე - სომეხ კოლეგებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში საქართველოს გამოცდილება გავუზიარეთ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სომხეთის ეროვნული ასამბლეის ჯანდაცვისა და სოციალური რეფორმების კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

„სომეხი კოლეგები დაინტერესდნენ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში გატარებული რეფორმებით, მათი ეფექტიანობით. პრობლემის გადაჭრის მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ცალკეული მიმართულებით მიღწეული წარმატებებით. მათ შორისაა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ტუბერკულოზის და შიდსის მკურნალობა, თამბაქოს კანონის ამოქმედება, შრომის კოდექსის ამოქმედება და შრომის ინსპექციის გააქტიურება, ცირკულარული მიგრაცია და ა.შ. ვისაუბრეთ ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლსა და ადგილზე. ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ოთხ მიმართულებაზე, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ: შეთანხმებული საკანონმდებლო ქმედება, სრული გამჭვირვალობა, პარლამენტის საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია, კერძოდ, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი. აღინიშნა პროცესებში აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაც“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.

ვიზიტი ხორციელდება ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის, - „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და საგანმანათლებლო ცენტრი თანასწორი უფლებებისთვის (სომხეთი).

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R