საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების ევრაზიის რეგიონის მენეჯერს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 29 სექტემბერი 2022
ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების ევრაზიის რეგიონის მენეჯერს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში, ოლგა კნორეს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ გამოწვევებს და მოზარდებში თამბაქოს გავრცელების პრევენციის საკითხს.


„ქალბატონი ოლგა კნორე აქტიურად არის ჩართული თამბაქოსთან ბრძოლის პროგრამის განხორციელების პროცესში და მასთან ყოველი შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე გავაანალიზეთ არსებული მდგომარეობა. შევთანხმდით იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალი თაობა დავიცვათ თამბაქოსგან. ვიმსჯელეთ ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ გავამკაცროთ უფრო მეტად თამბაქოზე კონტროლი და როგორ ვებრძოლოთ თამბაქოს გავრცელებას სკოლის მოსწავლეებში. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ბახტურიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 ივნისი 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R