საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

Parliament of Georgia
  • პარლამენტი
    პარლამენტის შესახებ
    პარლამენტის წევრები
    პლენარული სხდომა
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    კომისიები და საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 24 Apr 2024
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.


დელეგატებს სიტყვით მიმართეს: მონტენეგროს პარლამენტის თავჯდომარემ ანდრია მანდიჩმა და მონტენეგროს ვიცე - პრემიერმა ალეკსა ბეჩიჩმა.


სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე“ და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასამბლეის 15 მდე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.


დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხოლო ბიზნესს სთავაზობს განგრძობით პერიოდში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.


მისი განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 60%-ზე მეტთან უკვე დაახლოებულია.


„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეფორმა მიმართული იყოს ევროკავშირთან წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკომისიას უკვე წარვუდგინეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026“, რაც ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. შესაბამისად, ძალიან მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილი გავხდეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას.


საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დავით სონღულაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი დავით კაჭარავა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს
24 Jun 2026

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

მსგავსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
24 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
24 Jun 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
24 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა
24 Jun 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

© 2026 საქართველოს პარლამენტი
rebuilt by Artmedia
Artmedia
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R